Skip to main content

Posts

მეცხრე დღე

დღევანდელი დღე შემაჯამებელი ხასიათის იყო.ხელახლა ვისაუბრეთ და გავიხსენეთ ყველა ის საკითხი, რომელსაც გავეცანით ამ ხნის განმავლობაში.  გავაკეთეთ პრეზენტაციები ჩვენ მიერ დაწერილ პროექტებზე,რამაც კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახადა ჩვენი მუშაობა.გამომსვლელები მეტად საინტერესოდ გადოსცემდნენ პროექტებს.          დიდი მადლობა ყველაფრისთვის.რასაც სწრაფად ვერ ვიგებდით, ინდივიდუალურად გვეხმარებოდით ყოველ კონკრეტულ საკიხთან დაკავშირებით.
Recent posts

მერვე დღე

განვიხილეთ ფასილიტაციის საკითხები,გავეცანით ვებ გვერდს ,რომელიც ამოწმებს ინფორმაციისსანდოობას,დავალაგეთ რიგითობის მიხედვით პროექტის მნიშვნელოვანი საკითხები. ვისაუბრეთ სასწავლო პროცედურების შესახებ. აღვნიშნეთ ბიბლიოთეკის მნიშვნელობა დამათი გამოყენება სასწავლო პროცესების დროს.შევქმენით ფასილიტაციის რესურსი,რომელიც დაგვეხმარება პროექტის სწორად წარმართვაში.

მეშვიდე დღე

დღეს დავასრულეთ შეფასება.დავწერეთ კონკრეტული აქტივობები  სსმ მოსწავლეებისათ ვის და,ნიჭიერი  ბავშვებისთვის. გავითვალისწინებ ამ კონკრეტულ საკითხებს ჩემს სასკოლო ყოველდღიურ საქმიანობაში. ასევე კიდევ ერთხელ განვიხილეთპროექტის პროცედურები,ჩავუღრმავდით მათ მნიშვნელობას.მადლობა ნაყოფიერი მუშაობისთვის.

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე უმეტესად დაეთმო პრაქტიკულ მუშაობას, ამიტომ უფრო საინტერესო იყო.  ყველაფრისთვის დიდი მადლობა.

მეხუთე დღე

დღეს დავასრულეთ მასწავლებლის პორტფოლიო და ბლოგზე ატვირთვა. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა, ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის, ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან და ინტერნეტ თანამშრომლობით სასწავლო რესურსების გამოყენება. დღე იყო შრომატევადი.